ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოგაშვილი: გამოქვეყნდება ჩანაწერი, რომელშიც ისმის სამი ხმა – მაჩალიკაშვილების და ბინძური აგენტის

სუსი-ს ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი დღეს მის მიერ გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და ჩანაწერის გამოქვეყნებას აანონსებს.

“მეტრონომი” გოგაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“სამართლიანობა მოითხოვს გავაკეთო მცირე განმარტება ჩემს ბოლო ღია წერილთან დაკავშირებით, რათა გამოვრიცხო შემდგომი ინტერპრეტაციების დაშვება.
ჩატაევის დაჯგუფების სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ მე ყველაფერი უკვე ნათქვამი მაქვს და შესაბამისად დამატებით განმარტებებს საჭიროდ აღარ ვთვლი. წერილში მე გადმოვეცი ჩემს წინააღმდეგ აგორებული ცილისმწამებლური და ბინძური კამპანიის დეტალები, დავაფიქსირე ფაქტი, რომ შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმი არ იყო ჩემი საკურატურო და ვერც ბრძანებას ვერ გავცემდი, რასაც მაბრალებდნენ. არც ადრე და მითუმეტეს არც ამ წერილში მე არ მითქვამს, რომ გაიცა ვინმეს ლიკვიდაციის ბრძანება პანკისში ჩატარებული დაკავებების დროს. მე მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ, გამოძიებას სჭირდებოდა ეჭვმიტანილების ჩვენებები, მტკიცებულებები და არა რომელიმეს ლიკვიდაცია.
ვერანაირ მდგომარეობაში ყოფნა, ვერც ვერავის მოწოდება ვერ მაიძულებს ვისაუბრო ტყუილი და ცილი დავწამო ვინმეს, ვინცარუნდა იყოს იგი. ეს არ არის ჩემი სტილი. მე ვლაპარაკობ მხოლოდ სიმართლეს, რომელიც გამყარებულია ფაქტებით და არაფერს სიმართლის გარდა.
რაც შეეხება ჩანაწერს, იქ ისმის სამი ადამიანის ხმა – მედიკოსი, ვახასი და ბინძური აგენტის. აგენტი ახორციელებს ბინძურ, მიზანმიმართულ მუშაობას ჩემს წინააღმდეგ. ჩანაწერი თავის დროზე გამოქვეყნდება და ყველა კითხვას მოხსნის. ახლა ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი და ვინმეს დასახელება მე გადამიყვანს სხვა ველზე და მთავარ სამიზნეს ჩამომაშორებს. ჩემი მთავარი მიზანი არის ოცნების კრიმინალური მართვისა და არჩევნების ტოტალური გაყალბების მეთოდების მხილება და ასევე, მათი რუსეთთან პირდაპირი კავშირის სააშკარაოზე გამოტანა, რასაც დიდი ხანია ვახორციელებ ეტაპობრივად და მივიყვან ბოლომდე”, – წერს გოგაშვილი.
იტვირთბა....