პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლების შესაცვლელად ბევრ რამეზეა წამსვლელი, მათ შორის, შენობების აღებაზე.
“ბევრ რამეზე [ვარ წამსვლელი], მათ შორის, შენობების აღებაზე. ჩემი აზრით, ისევ იგივე ადგილამდე მივდივართ, თუ როგორ ვუყურებთ ამ რეალობას. ან მე ვარ გიჟი, ან ჩვენ ერთნაირად უნდა ვუყურებდეთ ამ სიტუაციას. ვიღაცები გვაზიან თავზე, რომლებსაც ამის ლეგიტიმაცია არ აქვთ. შესაბამისად, ისინი სადაც არ უნდა ისხდნენ, რომელ შენობაშიც, რასაც არ უნდა აკეთებდნენ, რა კანონებსაც არ უნდა იღებდნენ, რასაც არ უნდა გვიბრძანებდნენ, როგორც არ უნდა გვარეგულირებდნენ, ყველაფერი არალეგიტიმურია. ამას ან უპირისპირდები, ან არ უპირისპირდები. თუ უპირისპირდები და თუ დაპირისპირების გზა მათ შორის გადის იმაზე, რომ შენობიდან გამოაგდო ვიღაცა, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ 20 ივნისს ვინც იყვნენ შეკრებილები ისინი ამ განწყობით და ამის გააზრებით იყვნენ მოსულები. ეს შენობა ბიძინასი კი არ არის, იმ ხალხის არის, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი და რა პრობლემაა, რომ შევიდნენ და იქიდან წიხლებით გამოყარონ, თუნდაც ვინც იქ არიან,” – აცხადებს ჯაფარიძე.