საქართველოში, ლეღვის ნახარშით დამწვრობის ორი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ერთი, 14 წლის გოგონაა. ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ “ინტერპრესნიუსს“. განუცხადა
“დამწვრობის ცენტრში, ლეღვის ნახარშით დამწვრობის გამო 14 წლის გოგონა მკურნალობდა. მესამე ხარისხის დაზიანება ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ლეღვის ნახარშით დამწვრობის შემთხვევები იკლებს, თუმცა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მსგავსი ფაქტები მაინც ფიქსირდება“, – აცხადებს ქაშიბაძე.