გამოცემა Reuters ფასების შედარების პლატფორმა Verivox-ის გაანგარიშებაზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის გაზის ბაზრის ოპერატორის, Trading Hub Europe-ის მიერ ახალი ტარიფის, კილოვატ საათში 2.419 ევრო ცენტის გადასახადის დაწესების შედეგად, გერმანულ ოჯახებს წელიწადში 480 ევროთი მეტის გადახდა მოუწევთ გაზში. გაანგარიშება ოთხსულიანი ოჯახების მიერ გაზის საშუალო ხარჯვაზეა დამყარებული.
ცნობისთვის, ახალი ტარიფის დაწესება მიზნად ისახავს, ქვეყანაში რუსული გაზის უმსხვილეს იმპორტიორ Uniper-ს და სხვა კომპანიებს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პირობებში, ფასების ზრდასთან გამკლავებაში აღმოუჩინონ დახმარება.
ცვლილება ძალაში პირველი ოქტომბრიდან შევა და 2014 წლამდე იმოქმედებს.