უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, ახლა, რუს დამპყრობლებს ძირითადი ძალისხმევა იმისკენ აქვთ მიმართული, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დონბასის ოლქიდან გადააადგილონ.
ამის შესახებ ზალუჟნიმ კანადის შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის უფროსს, გენერალ ვეინ დონალდ ეირუსს მიაწოდა ცნობა. როგორც ზალუჟნი Facebook-ზე წერს, მან კოლეგას ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაცია გააცნო, სადაც მისივე თქმით, დაძაბული, თუმცა, სრულიად კონტროლირებადი სიტუაციაა.
“შეშფოთებას იწვევს სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ სარაკეტო სისტემების განლაგება ბელორუსის რესპუბლიკის მხრიდან, კერძოდ, აეროდრომ “ზიაბროვკაზე”, – აღნიშნავს ზალუჟნი.