aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

სლოვაკეთიდან უკრაინაში Zuzana 2-ის პირველი პარტია ჩავიდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინამ სლოვაკეთიდან თვითმავალი საარტილერიო დანადგარის, Zuzana 2-ის პირველი პარტია – ჯამში, ოთხი ერთეული ტექნიკა მიიღო.

ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი იაროსლავ ნადი Twitter-ზე წერს. მისი თქმით, თვითმავალი უკვე უკრაინელი მებრძოლების განკარგულებაშია.

“ტექნიკა სრულ მზადყოფნაშია რუსი აგრესორებისგან დასაცავად გამოყენებისთვის”, – წერს ნადი.

ხოლო უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი, ანდრეი ერმაკი აღნიშნავს:

“155 მილიმეტრიანი კალიბრი მიმართულია ბოროტი სულებისგან უკრაინის ტერიტორიის გასაწმენდად”.

იტვირთბა....