აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტურობას უმაღლეს შეფასებას აძლევს.
როგორც პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტურობა 0-დან 10-მდე შკალაზე, 12-ით შეიძლება შეფასდეს.
“მათ იპოვეს გზები, რომ გაეკეთებინათ ის, რასაც ჩვენ ვერც კი ვიფიქრებდით, თუ შესაძლებელი იქნებოდა”, – აცხადებს თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი.