უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ასახელებს ხუთ ნაბიჯს, რომელიც რუსეთზე უკრაინის გამარჯვებას განაპირობებს.
- რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარება
- რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვა
- ნავთობზე ფასების შეზღუდვა
- გაზის ემბარგო
- იარაღის მიწოდება
“ეს ნაბიჯები დაგვეხმარება რუსეთზე გამარჯვებაში მისი ეკონომიკისა და ჯარის განადგურებით, ასევე, მათთვის ბრძოლისა და დასავლური სამყაროს დაშანტაჟების სურვილის წართმევით” – წერს ერმაკი Telegram-ზე.