სვანეთში, კავკასიონის ქედზე ჩარჩენილი ტურისტების დასახმარებლად მაშველები უკვე რამდენიმე საათია, ფეხით მიემართებიან. უამინდობის გამო აფრენას ამ დრომდე ვერ ახერხებს ქუთაისის აეროდრომზე მობილიზებული სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
“კურიერის” ინფორმაციით, რუსი ტურისტები თეთნულდის უკანა მხარეს, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე მწვერვალ გესტოლასკენ მოძრაობდნენ.
ამ დროისთვის მათთან სატელეფონო კავშირი ვერ მყარდება, თუმცა, მაშველებისთვის ცნობილია, თუ სად არიან ისინი დაბანაკებული.
გავრცელებული ცნობით, 6-კაციანი ტურისტული ჯგუფიდან 2 პირი დაშავებულია.