ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

WSJ: “ფებეერმა” ტრამპის სახლში ათობით საიდუმლო დოკუმენტი აღმოაჩინა

გავლენიანი ამერიკული ბიზნეს გამოცემა The Wall Street Journal წერს, რომ ფლორიდაში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალტ ტრამპის სახლის ჩხრეკისას “ფებეერის“ აგენტებმა საიდუმლო დოკუმენტების 11 დასტა აღმოაჩინეს.

როგორც გამოცემა წერს, მათ შორის რამდენიმეს აქვს მინაწერი “სრულებით გასაიდუმლოებული”.

არსებული ცნობით, ჩხრეკის დროს დაახლოებით 20 ყუთი ნახეს, რომელშიც ფოტო საქაღალდეები, ხელნაწერები და ტრამპის მოკავშირე როჯერ სტოუნის შეწყალების ცნობა იდო.

“ასევე ნაპოვნია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის საქმე”, – წერს The Wall Street Journal.

ჩხრეკა ფლორიდაში მდებარე “მარ ა ლაგო პალმ ბიჩის რეზიდენციაში უკავშირდება გამოძიებას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლო და ოფიციალური ინფორმაციის შემცველი ფაილების გარშემო მიმდინარეობს. არსებობს ეჭვი, რომ ტრამპს გასაიდუმლოებული მასალების ნაწილი თეთრი სახლიდან აქვს წაღებული.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ცოტა ხსნის წინ განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. როგორც ცნობილია, არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც.

იტვირთბა....