მონტენეგროს ქალაქ ცეტინიეში, სადაც ახალგზარდული ბანაკია მოწყობილი, შეირაღებულმა მამაკაცმა ქუჩაში გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. სროლას სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ექვსმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო – დაშავებულთა შორის არიან ბავშვები.
დაღუპულია თავად თავდამსხმელიც, რომელიც არსებული ინფორმაციით, პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს მოკლეს, კიდევ ერთი ვერსიით კი, მან თავი მოიკლა. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ერთ-ერთი პოლიციელი თავის არეშია დაჭრილი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი 34 წლის ადგილობრივი მცხოვრები ვუჩკო ბორილოვიჩია.