ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია ღარიბაშვილს: დიდგორს იგებენ მტერთან და არა საკუთარ ხალხთან

[su_quote]ვუსმენდი დიდგორობაზე ღარიბაშვილის განცხადებას – ჯერ კიდევ მოსაგები გვაქვს დიდგორიო, ბრძანა და ბევრი მათი მეგობარიც მსგავსს იტყოდა. დიდგორს იგებენ მტერთან და არა საკუთარ ხალხთან. საკუთარ ხალხს დიდგორი როგორ უნდა მოუგონ, ესენი თუ გულისხმობენ, რომ დიდგორი საკუთარ ხალხს უნდა მოუგო, კი ბატონო, მაშინ მათ ეს ბრძოლა გაჩაღებული აქვთ. ბევრ ხელისუფლებას დაუშვია შეცდომა, მძიმე შეცდომაც, დანაშაულებებიც ჩადენილა, მაგრამ განზრახ, მოსახლეობის უდიდესი ნების წინააღმდეგ წასულიყო ხელისუფლება და საგარეო პოლიტიკური კურსი შეეცვალათ, მთავარ სტრატეგიულ ჩვენს მეგობრებს უწოდოს ძირგამომთხრელი ძალა, ეს არავის არ უკადრია[/su_quote]

ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....