ინდური წარმოშობის ბრიტანელ-ამერიკელ ნოველისტს, სალმან რუშდის ნიუ იორკში, ჩატაქუას ინსტიტუტის ღონისძიებაზე გამოსვლისას თავს დაესხნენ. თვითმხილველების თქმით, მათ დაინახეს, როგორ დაესხა თავს სცენაზე მდგომ რუშდის დანით შეიარაღებული მამაკაცი და მას მუქნების მოქნევა დაუწყო.
75 წლის მწერალმა სცენიდან გასვლა დარბაზში მყოფი პირების დახმარებით შეძლო. უცნობია, როგორ მდგომარეობაშია ის.
უცხოური მედიის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.
ცნობისთვის, სალმან რუშდის “ეშმაკეული აიების” დაწერის გამო წლების განმავლობაში მუსლიმი რადიკალები სიკვდილით ემუქრებოდნენ.