ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

ღარიბაშვილის Facebook გვერდის რეკლამაზე 90 დღეში $30 663 დაიხარჯა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის Facebook გვერდის რეკლამაზე 90 დღეში $30 663 დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს  “ფეისბუქის” რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემებზე დაყრდნობით.

გამოცემისვე ცნობით, ეს სხვა პოლიტიკური და სოციალური შინაარსის კონტენტის გვერდებს შორის ამავე პერიოდში დახარჯული ყველაზე მეტი თანხაა და ამასთან, 6-ჯერ აღემატება საქართველოს მთავრობის გვერდის რეკლამებში დახარჯული თანხის ოდენობას, ხოლო სამჯერ მეტია მმართველი პარტიის რეკლამებში დახარჯულ თანხაზე.

“რადიო თავისუფლების” ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილის “ფეისბუქ” გვერდის რეკლამებში მხოლოდ გასულ 7 დღეში 425 დოლარია დახარჯული, ერთ თვეში კი $4 544.

იტვირთბა....