უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ქვეყნის დამცველები თანმიმდევრულად გაათავისუფლებენ ყველა დაპყრობილ ტერიტორიას ყირიმის ჩათვლით.
რეზნიკოვის თქმით, ამისთვის, აუცილებელია კონტრშეტევა.
“ერთადერთი შესაძლო ტერიტორიული კომპრომისი რუსეთთან – ეს უკრაინის გასვლაა 1991 წლის საზღვრებთან. უკრაინის შეიარაღებული ძალები თანმიმდევრულად გაათავისუფლებენ ყველა დაპყრობილ ტერიტორიას ყირიმის ჩათვლით. კონტრშეტევა ჩვენთვის აუცილებელია ტერიტორიების გასათავისუფლებლად, სწორედ ამიტომ დავაანონსეთ ჩვენ ის როგორც ფაქტი. ჩვენი ხალხი და პარტნიორები ელიან აქტიურ მოქმედებებს, მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ამისთვის მეტი იარაღი გვჭირდება. ჩვენი მთავარი მიზანი დროებით ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლებაა 1991 წლის ფარგლებში”, – აცხადებს რეზნიკოვი.