თეთნულდზე ჩარჩენილი ტურისტები დახმარებას ითხოვენ.
სამაშველო სამსახურის ჯგუფი ფეხით მიემართება, მათ გადაადგილებას რთული მეტეოროლოგიური პირობები აფერხებს.
“ამინდი არაა შესაბამისი… რისკის ფასად, ვერტმფრენის იქ შესვლა არ შეიძლება”, – აცხადებს მთავარ არხთან მესტიის მერის მოადგილე, ნელი ნავერიანი.
არსებული ინფორმაციით, ტურისტების 6-კაციანი ჯგუფიდან ორი დაშავებულია, წინასწარი ინფორმაციით, მათ ღია მოტეხილებები აქვთ. ისინი დაბანაკებულები არიან ერთ ადგილზე და დახმარებას ელიან.