პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და საუბრობს სამოქმედო გეგმის შესახებ, რომლის განხორციელებასაც სექტემბრიდან თანამოაზრეებთან ერთად აპირებს.
“მე გთავაზობთ ოცნებისთვის ძალაუფლების წართმევისთვის ბრძოლას. გთავაზობთ ბრძოლას ისეთი მეთოდებით, როგორიცაა დაუმორჩილებლობა, პროტესტი და საბოტაჟი. მჯერა, რომ ხელისფლებაში მოკალათებულ ორკებს ხელი უნდა შევუშალოთ ძლააუფლების შენარჩუნებაში. მე გთავაზობთ ყველას ამაში მონაწილეობას, არ მაინტერესებს რომელი აპრტიის მხარდამჭერი ხარ, არც ის მაინტერესებს, ვის დაუჭერთ მხარს მომავალში, მაინტერესებს მხოლოდ სამი რამ – გააზრებული გაქვს თუ არა, რომ თავზე ძალაუფლების უზურპატორი რუსების მონები გაზიან; გააზრებული გაქვს თუ არა, რომ არჩევანის უფლებას მხოლოს ქუჩაში ბრძოლით დაიბრუნებ და მზად ხარ თუ არა ასეთი ბრძოლისთვის”, – ამბობს ვიდეოში ჯაფარიძე.