ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოგაშვილი ისევ გამოჩნდა – “მივიღე მუქარა ივანიშვილისაგან, რომ თუ არ გავჩერდები, მოხდება ჩემი ოჯახის განადგურება”

სუს-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი სოსო გო­გაშ­ვი­ლი, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი მო­რიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ მე-12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან მუ­ქა­რა მი­ი­ღო. გოგაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­სა და დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს მისი ოჯახის დაცვისკენ მოუწოდებს.

“კე­თი­ლი ფი­ლანტრო­პი არა? მე-12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­ვი­ღე მუ­ქა­რა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა­გან, რომ თუ არ გავ­ჩერ­დე­ბო­დი და სა­სურ­ველ ჩვე­ნე­ბას არ მივ­ცემ­დი, მოხ­დე­ბა ჩემი და ჩემი ოჯა­ხის გა­ნად­გუ­რე­ბა.შე­იძ­ლე­ბა გა­ვი­გო, რომ ჩემი ოჯა­ხი CO-თი გა­ი­გუ­და, ხან­ძარს ემსხვერ­პლა ან ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას. უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბა ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და ახლო გა­რე­მოც­ვი­სათ­ვის ჩა­დე­ბა და მათი და­ჭე­რა, ოც­ნე­ბის ზონ­დერ მე­დი­ე­ბის შე­მო­სე­ვა. ჩემი ოჯა­ხი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ უკა­ნო­ნო­ბებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვა­კის­რებ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და მის ოჯახს. მე ჩემს ოჯახ­თან ერ­თად გა­ვაგ­რძე­ლებ ბრძო­ლას სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის და გა­ვაგ­რძე­ლებ მხი­ლე­ბის კამ­პა­ნი­ას. მივ­მარ­თავ თხოვ­ნით სა­ხა­ლო დამ­ცველს, პო­ლი­ტი­კო­სებს გა­ნურ­ჩევ­ლად მათი პო­ზი­ცი­ი­სა, არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს, დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუს­სა და მე­დი­ას – და­იც­ვან ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო ოჯა­ხი. ასე­ვე მივ­მარ­თავ ჩემს ნა­თე­სა­ვებს, მე­გობ­რებ­სა და მათ, ვი­საც ჩემ­გან სი­კე­თე ახ­სოვს – და­ი­ცა­ვით ფი­ზი­კუ­რად ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო ოჯა­ხი”, – წერს გოგაშვილი და პოსტზე საქართველოში აშშ-ს და ბრიტანეთის საელჩოებს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ქართულ ტელევიზიებს ნიშნავს.

 

 

იტვირთბა....