მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსში, გომელის რაიონში მდებარე “ზიაბროვკას” სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმოდა. ამასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ, სადაც აცხადებენ, რომ მომხდარის მიზეზი “ტექნიკის ერთ-ერთი ერთეულის“ აალება გახდა.
“10 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ძრავის გამოცვლის შემდეგ, ერთ-ერთი ტექნიკა აალდა. პერსონალმა ცეცხლის ჩასაქრობად დროულად მიიღო ზომები. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია”, – წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.