[su_quote]აშშ-ში საქართველოს საელჩო შეშფოთებულია ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდტ ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკის გამო.
თავიდანვე ამ საქმემ წარმოშვა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები საეჭვოდ ემთხვევა ტრამპის განცხადებას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რაც თავისმხრივ ტოვებს აღქმას, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული. შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა, მიმართული ამჟამინდელი ადმინისტრაციის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით თეთრი სახლის მიმართ. წამოწყებული სამართლებრივი პროცედურები ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი და უფრო მეტად წარმოაჩენს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით პროცესებს და გავაგრძელებთ ლოცვას იმ ამერიკის გადარჩენისთვის, რომელიც თვალსა და ხელს შუა ინგრევა და გარშემოც ანგრევს ყველაფერს![/su_quote]
ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე წერს.
ცნობისთვის, აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ფლორიდაში მისი რეზიდენცია გაჩხრიკეს. როგორც ტრამპი ამბობს, სამართალდამცველები მის სახლში გაუფრთხილებლად მივიდნენ და მისი სეიფიც გატეხეს.
“ეს ბნელი დღეა აშშ-ის ისტორიაში“, – დაწერა ტრამპმა.