ზესტაფონთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფორ რუსთავი” იუწყება, ავარიის დროს ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.