ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბაიდენმა ხელი მოაწერა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა დოკუმენტს შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ.

როგორც ბაიდენმა დოკუმენტზე ხელმოწერამდე განაცხადა, არ გამართლდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოლოდინი, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაყოფა შეეძლო.

“პუტინი ფიქრობდა, რომ შეეძლო ჩვენი დაყოფა, მაგრამ ახლა ჩვენი ალიანსი ისე ერთიანია, როგორც არასდროს და მას შემდეგ, რაც ფინეთი და შვედეთი შემოგვიერთდებიან, ვიქნებით ისეთი ძლიერები, როგორც არასდროს. ისინი დააკმაყოფილებენ NATO-ს ყველა მოთხოვნას, ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ“, – განაცხადა ბაიდენმა და მოკავშირეებს შვედეთისა და ფინეთის ალიანსი გაწევრიანების პროცესის რატიფიცირების დაჩქარებისკენ მოუწოდა.

იტვირთბა....