ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შრომის ინსპექციის სამსახურმა 90 კოვიდ კლინიკაში დარღვევა გამოავლინა

2021-2022 წლებში შრომის ინსპექციის სამსახურმა127 კოვიდ კლინიკა შეამოწმა, საიდანაც 90 დაწესებულებაში დარღვევა გამოავლინა. კერძოდ, დადგინდა, რომ მათ სამედიცინო პერსონალზე განკუთვნილი დანამატი არ გაუციათ.

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურში აცხადებენ, განმეორებითი ინსპექციისას მითითებები კლინიკების ნაწილში სრულად იქნა აღმოფხვრილი.

“განმეორებითი ინსპექტირება სამსახურმა განახორციელა 51 კლინიკაზე, რომელთაგან 20 კლინიკის მიერ სრულად იქნა შესრულებული გაცემული მითითებები“, – წერს “ინტერპრესნიუსი” შრომის ინსპექციის სამსახურზე დაყრდნობით.

იტვირთბა....