ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით 153 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი Covid-19-თან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი სამედიცინო პერსონალის რაოდენობა 153-ს შეადგენს.

ანგარიშის მიხედვით, 53 ლეტალურ შემთხვევაში, რაც გარდაცვალების საერთო მაჩვენებლის 34.6%-ია, სახეზე იყო ქრონიკული დაავადებები, მათ შორის, უმეტესად კარ­დი­ო­ვას­კუ­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ამასთან, გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბე­ბად უმე­ტეს შემ­თხვე­ვებ­ში, სა­სუნ­თქი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა.

ანგარიშისვე მიხედვით, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მო­მუ­შა­ვე ინ­ფი­ცი­რე­ბულ ქა­ლებ­ში ლე­ტა­ლო­ბის მაჩვენებელი 0.4 პროცენტია, ხოლო კა­ცებ­ში 1.4%.

იტვირთბა....