ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

აშშ-ში განმარტავენ, რატომ არ უგზავნიან უკრაინას დიდი რაოდენობით “ჰაიმარსებს”

პენტაგონის ხელმძღვანელის მოადგილის, კოლინ კალის განცხადებით, აშშ უკრაინას დიდი რაოდენობით HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს იმიტომ არ უგზავნის, რომ ისინი წერტილოვანი დარტყმებისთვის გამოიყენება, ხოლო უკრაინას არ სჭირდება ასობით ასეთი სისტემა. კალის განმარტებით, ამის ნაცვლად, უკრაინელებისთვის საბრძოლო მასალების უწყვეტი მიწოდებაა საჭირო.

“ჩვენ “ჰაიმარსის” 16 სისტემა გავაგზავნეთ, რაც სინამდვილეში, საკმაოდ ბევრია. ეს არ არის ის სისტემები, რომლებიც ჩვენი შეფასებით, ასობით არის საჭირო იმისთვის, რომ შედეგი გამოიღოს. ეს სისტემები ძალიან კონკრეტული ტიპის სამიზნეებზე წერტილოვანი დარტყმებისთვის არის განკუთვნილი და უკრაინელები მას სწორედ ასე იყენებენ”, – განმარტავს კოლინ კალი.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში მაღალი სიზუსტის GMLRS-სა და  HIMARS-ის საბრძოლო მასალები იქნება წარმოდგენილი, რომლებიც სამიზნეს 70 კილომეტრის რადიუსიდან ანადგურებენ.

 

 

იტვირთბა....