ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რა შემთხვევაში ჩათვლის უკრაინული მხარე თავს რუსეთთან გამარჯვებულად – პოდოლიაკის განმარტება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის გამარჯვება რუსეთთან ომში, ქვეყნის ყველა ტერიტორიის კიევის ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ დაბრუნებას გულისხმობს.

“მე ვთვლი, რომ უკრაინის გამარჯვება – ეს არის ქვეყნის ყველა ტერიტორიის კონკრეტული დაბრუნება უკრაინის დე-ფაქტო კონტროლის ქვეშ, რადგან იურიდიულად, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ისინი ისედაც ჩვენ გვეკუთვნის”, – აცხადებს პოდოლიაკი.

მისივე თქმით, უკრაინელებისთვის, ისევე როგორც მთელი ევროპისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა წააგოს, რადგან ამ შემთხვევაში, ის 15-20 წლით ჩამოშორდება გლობალურ ბაზარს.

“იცით, რისი გაქრობა მოჰყვება ამას? რუსეთი ხომ ფულს აბანდებს ულტრამემარჯვენეებში, ნაცისტებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით; რუსეთი ინვესტიციას ახორციელებს სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციებში; რუსეთი პროვოცირებას უწევს დიდ და მცირე კონფლიქტებს აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში – სირიაში; რუსეთი გამუდმებით აწუხებს ევროპას, იქაც ქაოსს იწვევს. რუსეთი გამუდმებით ახდენს მიგრაციული, კვების, ენერგეტიკული კრიზისების პროვოცირებას – თუ რუსეთი წააგებს, ეს ყველაფერი დროებით გაქრება. გაიმარჯვებს უკრაინა? ევროპაც გამარჯვებული იქნება” – ამბობს პოდოლიაკი.

 

 

 

იტვირთბა....