ახალი ამბები საზოგადოება სამხდრო

“2015 წელს, სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი, ერთი ტერაბაიტი ინფორმაციით გაიქცა რუსეთში” – მაყიშვილი

2015 წელს, სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი, ერთი ტერაბაიტი ინფორმაციით გაიქცა რუსეთში – აღნიშნულის შესახებ ქართველმა სამხედრომ დავით მაყიშვილმა “მთავართან” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ადამიანი რუსებმა გადმოსცეს საქართველოს მხარეს. საქართველოს მხარემ “გაასამართლა” და დღეს კაციშვილმა არ იცის სად იმყოფება.

“პირდაპირ კავშირში არიან საქართველოს სპეცსამსახურები რუსულ სპეცსამსახურებთან. ჯერ კიდევ 2015 წელს, სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი, ქართველიშვილი, ერთი ტერაბაიტი ინფორმაციით, გაიქცა საქართველოდან, ოკუპირებული ცხინვალის გავლით ჩავიდა რუსეთში და ჩაბარდა. ეს ადამიანი რუსებმა გადმოსცეს საქართველოს მხარეს. საქართველოს მხარემ “გაასამართლა” და დღეს კაციშვილმა არ იცის სად იმყოფება ეს ადამიანი. წესით უნდა იჯდეს ციხეში, მაგრამ არც ციხეში არ ზის. ჩვენ მეგობრებთან ერთად, დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად ვაწარმოებდით გამოძიებას ამ საკითხზე , ვეძებდით ამ ადამიანს, ვერ ვიპოვეთ. სავარაუდოდ ის გასულია ქვეყნიდან, საქართველოს მთავრობამ გაუშვა ქვეყნიდან, რომ არ ეთქვა ბოლომდე ინფორმაცია, რაც მას ჰქონდა.” თქვა მაყიშვილმა “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” ჩართვისას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქართველმა ოფიცერმა მიხეილ ქამხაძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რომ მისი პირადი ინფორმაცია რუსების ხელში აღმოჩნდა, თუმცა უცნობია როგორ გაჟონა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან.

იტვირთბა....