[su_quote]აგვისტოს ომის დღეებში, როცა ვგლოვობთ და პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, ვისმა თავგანწირვამაც დღემდე მოგვიყვანა და გვიხსნა რუსის ბატონობისგან, აი, ამ დღეებში, უსამშობლო ხელისუფლებას სურს, რომ საზოგადოების ნაწილი გმირ ბიჭებს კი არ მიაგებდეს პატივს, არამედ თვითონ იმ ქვეყნის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობას გლოვობდეს, რომელსაც ამ ბიჭებმა თავი შესწირეს. დღევანდელი უსამშობლო კაპიტულანტების, კოლაბორაციონისტების ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით, აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს. ეს ბრალდება კი აღარაა, ფაქტის კონსტატაციაა. სწორედ იმ დღეებში, როცა უნდა ვიხსენებდეთ, თუ როგორ იწერებოდა უდრეკობის, შეუპოვრობის, წინააღმდეგობის ისტორია, დღეები, რომელიც უნდა გვახსენებდეს, თუ რა გმირობამ მოიყვანა ქვეყანა დღემდე, რა ვნახეთ ჩვენ გუშინ? ვნახეთ, თუ როგორ აწვდის უსამშობლო ხელისუფლება ქართველი ჯარისკაცების პირად საქმეებს იმ რუსეთს, რომლის წინააღმდეგაც ისინი იბრძოდნენ აქ, 2008 წელს და იბრძვიან ახლა უკრაინაში[/su_quote]
ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ“მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ქართველი სამხედროს საბუთები რუსეთის ხელში მოხვდა.