ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოხანაშვილი პოდოლიაკზე: ჩემთვის საინტერესო არ არის ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების პოზიციები

[su_quote]ჩემთვის საინტერესო არ არის ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული და აბსურდული პოზიციები. ისინი, ვინც ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესების, ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, ვერ იქნებიან განხილული ჩვენი მხრიდან, როგორც ჩვენთვის სასურველი პირები. ეს ადამიანები აკეთებენ ჩვენი ქვეყნისადმი მტრულ განცხადებებს და ჩვენი ქვეყნის ინტერესები მათთვის არაფერს ნიშნავს. ჩემი აზრით, ასეთი განცხადებები მხოლოდ ამ კომენტარით უნდა შემოიფარგლოს[/su_quote]

ამის შესახებ “ინტეპრესნიუსის” ცნობით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

ცნობისთვის, პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საჭირო გახდება, მოსკოვთან საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობის სამხილები წარდგენილი იქნება.

იტვირთბა....