პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, ფრონტის ხაზზე ყოველდღიურად 30-50 უკრაინელი მებრძოლი იღუპება. როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს, უკრაინაში ცოცხალი ძალის დანაკარგების შემცირება მოხერხდა, რადგან ივნისის დასაწყისში ყოველ 24 საათში 100-200 ჯარისკაცი იღუპებოდა რუსებთან ბრძოლაში.
“თუმცა, ამის ხაზგასმა ჩვენი მხრიდან არც თუ ისე კორექტულია. უფრო კორექტურლი იქნება, როდესაც კონკრეტულ ციფრებს, თუ რამდენი ადამიანი იღუპება, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი გაავრცელებს”, – აღნიშნავს პოდოლიაკი.
მისივე თქმით, ივნისში მეტი დანაკარგები ომის მეორე ეტაპზე გადასვლით იყო განპირობებული, როდესაც საარტილერიო ომი იწყებოდა.