საბერძნეთში ქართველ კაცს 12 ტყვია ესროლეს, ის მძიმე მდგომარეობაში, კომოტინის ჰოსპიტალშია მოთავსებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, 41 წლის მამაკაცი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა, რადგან მას ტყვიები ჯერ კიდევ მის სხეულში, კერძოდ, გულმკერდის არეშია, რამაც შესაძლოა, გართულებები გამოიწვიოს.
პოლიციას დამნაშავეების დასაკავებლად ძებნა აქვს გამოცხადებული.
მომხდარის დეტალები უცნობია.