[su_quote]ჩვენ საჯაროდ ვსაუბრობთ ამის თაობაზე. ბატონმა მაკფოლმა, ამაზე საჯაროდ ისაუბრა და ჩვენ გამუდმებით ვუსვამთ ხაზს, რომ ვფიქრობთ საჭიროა ივანიშვილის წინააღმდეგ, სანქციები დაწესდეს. ისევე როგორც სხვების წინააღმდეგ, რომლებსაც ასეთი თუ ისეთი ბიზნეს ურთიერთობები აქვთ, რუსეთის ჩრდილოვან კომპანიებთან.
არა მხოლოდ ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ ყველა კერძო პირის წინააღმდეგ, რომლებიც ფლობენ აქციების პაკეტებს, მსგავს კომპანიებში. ეს ობიექტურად ასეა. პირები, რომლებიც რუსულ კომპანიებთან მუშაობენ უნდა გაირიცხონ ცივილიზებული თანამეგობრობიდან, ჩამოერთვათ პრივილეგიები, და ვერ შეძლონ მაგალითად თავისუფლად გადაადგილება, ცივილიზებულ სამყაროში. ესაა ჩვენი პოზიცია. ჩვენ ამას ერთმნიშვნელოვნად ვამბობთ და ვამბობთ ივანიშვილთან დაკავშირებითაც.[/su_quote]
აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აცხადებს.