საჭიროა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ეს უნდა შეეხოს ყველა იმ კერძო პირს, რომლებიც რუსულ კომპანიებში აქციების პაკეტებს ფლობენ.
“საჭიროა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს, ისევე როგორც ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებსაც ასეთი თუ ისეთი სავაჭრო ურთიერთობები აქვთ რუსეთის ჩრდილოვან კომპანიებთან. ეს ეხება არა მხოლოდ ივანიშვილს, არამედ ყველა კერძო პირს, რომლებიც ფლობენ აქციების პაკეტებს მსგავს კომპანიებში”, – აცხადებს პოდოლიაკი.