ვერძი
ვერძი, თამამად შეგვიძლია დავასახელოთ იღბლიან ნიშნად. მათ ფორტუნა საკმარისად უღიმის, მათ შორის, ლატარეასა თუ ფსონების დადებისას. თუმცა, ამ ნიშნის წარმომადგენლები ხანდახან ბედის საჩუქრებს ვერ აფასებენ, რაც გულისხმობს იმას, რომ სარგებლის მიღებას ვერ ახერხებენ.
კურო
კუროებს, ძალიან უმართლებთ ფინანსების, მათ შორის ფსონების დადების მხრივ. მაგრამ კუროები, ამ ფაქტს, ბოროტად იყენებენ, – ხდებიან ხარბები და მეწვრილმანეები. მათ, ასეთ შემთხვევაში კი, წარმატება ზურგს აქცევს.
ტყუპები
ტყუპები, იმ ნიშანთაგანია, რომლებსაც ძალიან უმართლებთ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს, შეუძლიათ, რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილას მოხვდნენ. ბედისწერას ძალიან უყვარს ისინი, მათი პოზიტიური დამოკიდებულების, აქტიურობისა და სიმსუბუქის გამო. ამიტომ ტყუპებს უმართლებთ აზარტულ თამაშებშიც.
კირჩხიბი
კირჩხიბებს, დიდად არ უმართლებთ. ასტროლოგები მათ ურჩევენ, რომ მაინცდამაინც არ დაეყრდნონ იღბალს, რადგან მათ ცხოვრებაში იშვიათად ჩნდება იგი. იმისათვის, რომ კირჩხიბმა ბედის მხარდაჭერა მოიპოვოს, რეკომენდირებულია – ხშირად მოუსმინოს და მიჰყვეს თავის ინტუიციას. თუმცა ფსონების დადებისგან და ზოგადად აზარტული თამაშებისგან თავშეკავებას ურჩევენ.
ლომი
ეს ნიშანი იღბალს ძალიან უყვარს და ხშირად ათამამებს, სწორედ ამიტომ ლომები აზარტულ თამაშებშიც ბრწყინავენ.
ქალწული
ქალწულებს, 50/50-ზე უმართლებთ. მათი მთელი ცხოვრება, შავ და თეთრ ზოლებად იყოფა. ამ ნიშნის წარმომადგენლებს, იღბალი ხშირად არ უღიმის. სწორედ ამიტომ ასტროლოგები მათ ურჩევენ რისკიანი გადაწყვეტილებები ხშირად არ მიიღონ.
სასწორი
სასწორი, ნამდვილად ვერ დაიკვეხნის იღბლის კეთილგანწყობით. ხშირად, მათ ცხოვრებაში, წარმატებაზე მეტად – წარუმატებლობაა. თუმცა ამით, დიდად არ არიან შეწუხებულნი, რადგან არ ელიან ბედისგან საჩუქრებს და ყველაფერი მხოლოდ საკუთარ ძალებზე აქვთ გათვლილი. ამიტომ სასწორებში იშვიათად გვხდებიან აზარტული თამაშებით დაინტერესებულნი.
მორიელი
მორიელს, ხშირად უმართლებს ცხოვრებაში. ზოგჯერ, ისეთ შემთხვევებშიც კი, როდესაც წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ მორიელები ფსონების დადებისას არაპროგნოზირებადი სვლებით გამოირჩევიან.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები ყველაზე იღბლიანები არიან. თუმცა ისინი როგორც იღბლის, ასევე საკუთარი ძალებით აღწევენ წარმატებას. ამიტომ მათი მომგებიანი ფსონები მხოლოდ იღბლის დამსახურება არაა, ისინი კარგად თვლიან ნაბიჯებს.
თხის რქა
თხის რქა –ეს ნიშანი ყველაზე რეალისტია. ის არასდროს ემყარება იღბალს. მიჩვეულია, რომ ყველაფერს თვითონ მიაღწიოს. ამიტომ თხის რქა შეუძლებელია სერიოზულად დაინტერესდეს აზარტული თამაშებით.
მერწყული
მერწყულს ძალიან უყვარს იღბლისა და შემთხვევითობის იმედზე ყოფნა, შესაბამისად, ფსონების დადებით, აზარტული თამაშებით თუ ლატარეით ხშირად ინტერესდება. რაც მთავარია, ფორტუნა, ხშირად უღიმით.
თევზები
თევზი მთელი ძალებით ცდილობს მიიზიდოს იღბალი, მაგრამ იშვიათად გამოსდის. ისინი საპასუხისმგებლო საქმეებსაც კი ბედისწერას ანდობენ და რაც მთავარია, იღბლისგან იმაზე მეტს ითხოვენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ნიშანი. ამიტომ თევზები ხშირად ინტერესდებიან აზარტული თამაშებით და იშვიათად იგებენ.
საბოლოო ჯამში, ყველაზე იღბლიანი ნიშნებია: ვერძი, კურო, მერწყული, ტყუპები, მშვილდოსანი და მორიელი.
დანარჩენები, მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე უნდა იყვნენ.