ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტი განმარტავს, რატომ არ წარუდგინა ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე პარლამენტს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რას უკავშირდება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პარლამენტისთვის არ წარედგინა კანდიდატთა შორის. როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნული იმით არის განპირობებული, რომ მისმა კანდიდატურამ ორჯერ უკვე ვერ მოიპოვა პარლამენტის წევრთა 2/3-ის უმრავლესობა, რაც საჭიროა ხუთი წლის ვადით ასარჩევად. ამასთან, ზურაბიშვილის შეფასებით, ცესკო-ს თავმჯდომარედ ერთი და იგივე კანდიდატურების წარდგენა და მისი მხოლოდ 6 თვის ვადით არჩევა, ხელს არ შეუწყობდა ამ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას.

“მეტრონომი” პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატურების წარდგენასთან დაკავშირებით, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული კომენტარები და ყოვლად უსაფუძვლო დასკვნები სხვა არაფერია თუ არა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და პოლიტიკური პოლარიზაციის მეტად გაღრმავების მცდელობა. ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის პარლამენტისთვის არწარდგენა კატეგორიულად გამორიცხავს ბატონი გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმის, მისი გამოცდილებისა და საქმიანობის პრეზიდენტის მიერ არაჯეროვნად შეფასებას.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, პრეზიდენტმა გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ორჯერ უკვე წარუდგინა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად. თუმცა, მისმა კანდიდატურამ ორჯერვე ვერ მოიპოვა საჭირო ხმების რაოდენობა, შედეგად ორჯერვე მხოლოდ 6 თვის ვადით იქნა არჩეული. ცესკოს მოქმედი თავმჯდომარისა და მოქმედი წევრების პარლამენტისათვის არწარდგენა განპირობებულია იმით, რომ მათმა კანდიდატურებმა ორჯერ უკვე ვერ მოიპოვეს პარლამენტის წევრთა 2/3 -ის უმრავლესობა, რაც საჭიროა 5 წლის ვადით ასარჩევად.

ცესკოს თავმჯდომარედ და წევრად მუდმივად ერთი და იგივე კანდიდატურების წარდგენა და მათი მხოლოდ 6 თვის ვადით არჩევა ხელს არ უწყობს ცესკოს, ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას და დემოკრატიულ განვითარებას.

5 აგვისტოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარედ და წევრად ასარჩევად ის კანდიდატურები წარუდგინა, რომლებიც ღია კონკურსის წესით შეარჩია შესაბამისმა საკონკურსო კომისიამ. კანდიდატთა შერჩევით კომისიამ დაადასტურა მათი პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია. შესაბამისად, კანდიდატების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვაა განცხადებები, რომლების მათი არჩევის პროცესში მონაწილეობის არმიღებას ეხება.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს პროცესში ახალი პროფესიონალების ჩართულობის ხელშეწყობას, ცესკოს დემოკრატიულ და ინსტიტუციურ გაძლიერებას, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ასარჩევად ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კანდიდატურების გამოვლენას. ცესკოს ინსტიტუციური გაძლიერება და საარჩევნო კანონმდებლობის ამ მიმართულებით დახვეწა ასევე გათვალისწინებულია ევროკავშირის რეკომენდაციებში, რომელთა შესრულებაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად არის საჭირო“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცლებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა. პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარედგინა.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

MH17-ის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილი იგორ გირკინი ყირიმში დააკავეს – მედია

42 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

“რუსეთის უკანასკნელი მოკავშირე თუ აღმოვჩნდით კონტრიბუციის გადახდა მოგვიწევს” – ბარბაქაძე

“არ მქვია ომში გამარჯვებული მეომარი…გამარჯვება დაიწყება უკრაინიდან, მერე აფხაზეთი და სამაჩაბლო” – ნადირაძის მიმართვა

“რუსეთს იარაღის შემოტანა უკვე უჭირს, რადგან გზები გადაკეტილია” – მამულაშვილი

მაკრონმა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა