გორის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.
კობერიძის თანამდებობიდან გაშვების გადაწყვეტილება საკრებულოს 8 დეპუტატმა მიიღო.
იმპიჩმენტამდე, პაპუნა კობერიძემ საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ის კოალიცია ,,ქართული ოცნების” ერთგული რჩება, დეპუტატებს კი გონივრული გადაწყვეტილებისკენ მოუწოდა.