მარიუპოლის ქალაქის საბჭოს განცხადებით, რუსი ოკუპანტები ფილარმონიის სცენაზე ციხის გისოსებს ამონტაჟებენ, რომ უკრაინელი ტყვეების საჩვენებელი სასამართლო პროცესი მოაწყონ.
“მარიუპოლის ფილარმონიის სცენაზე რუსი ოკუპანტები ციხის გისოსებს აწყობენ. არმატურის დიამეტრი 20 მილიმეტრია. დამპყრობლები სექტემბერში უკრაინის დამცველების საჩვენებელი სასამართლო პროცესის მოწყობას გეგმავენ“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ფოტოები ერთვის.