ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

📽 VIDEO თაკო ჩარკვიანმა პირდაპირ ეთერში, რუს ხალხს რუსულად მიმართა

“ნეტა ეს რუსები უყურებენ? მაინტერესებს… რადგან ქართული არ იციან, მინდა რუსულად ვუთხრა” – განაცხადა პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა “ტვ პირველის” ეთერში, რის შემდეგაც, რუს ხალხს რუსულ ენაზე მიმართა.

“ჩვენ 300 ათასი დევნილი გვყავს, იცით, რატომ? იმიტომ, რომ თქვენი ქვეყანა გამუდმებით იჭრება სხვის ქვეყანაში, სხვის მიწაზე, სხვის ტერიტორიაზე. არ უნდა გიკვირდეთ, თუ კარგად ინფორმირებული ხართ, მაშინ, დაფიქრება გმართებთ, თუ რაშია საქმე. თქვენ ჩვენთვის ოკუპანტები ხართ. თქვენ არ გაქვთ პროტესტი, როცა ძალადობენ სხვის ბავშვებზე, პროტესტი არ გაქვთ, გესმით, რაშია საქმე? მე ბევრი მეგობარი მყავს [რუსეთში], უკვე დიდი ხანია, არ ვურთიერთობთ”, – ამბობს ჩარკვიანი თავის მიმართვაში.

იტვირთბა....