ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

არახამიას, ლიზა იასკოს, გონჩარენკოს და სხვებს, დიპლომატიური პასპორტები გაუუქმეს

უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასობით დიპლომატიური პასპორტი გააუქმა. 225-კაციან სიაში მოხვდნენ ფრაქცია “ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, ლიზა იასკო, ალექსი გონჩარენკო და რადას სხვა დეპუტატები.

როგორც უკრაინულ მედიაში იწერება, ამის მიზეზი პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის უკმაყოფილებაა იმით, რომ ომის პირობებში, დეპუტატები ისე დადიან საზღვარგარეთ, რომ ამას საქმესთან დაკავშირებული აუცილებლობა არ მოითხოვს.

იტვირთბა....