[su_quote]რამდენიმე წუთის წინ ღაზას სექტორიდან დაიწყეს სარაკეტო შეტევა ისრაელზე (მარცხენა მხარეს ჩანს გაშვებული რაკეტები).
ისრაელის ქალაქებში ჩაირთო განგაშის სირენები, ბევრგან გაიხსნა თავშესაფრები და ამუშავდა საჰაერო
თავდაცვის სისტემა “რკინის გუმბათი” (მოჩანს მარჯვენა მხარეს).
ამ მომენტისთვის “რკინის გუმბათმა” ისრაელისკენ გაშვებული ყველა რაკეტა გააუვნებელყო.
მაგრამ სიტუაცია ესკალაციისკენ მიდის.
მძიმე დღეები იწყება ახლო აღმოსავლეთში[/su_quote]
ამის შესახებ “რონდელის ფონდის” მკვლევარი, ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს ავრცელებს.