ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

აზერბაიჯანში ხორცის ექპორტზე შეზღუდვა სავარაუდოდ მალე მოიხსნება

“აზერბაიჯანულმა მხარემ გადაწყვეტილება როდესაც მიიღო მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული საქართველოში ამ დაავადების ბლუთანგის, ანუ ცხვრის კატარალური ცხელების შესახებ. ეს დაავადება ბრიტანულ ლაბორატორიაში გაკეთებული დასკვნებით არ დადასტურდა. შესაბამისად, ახლა მიმდინარეობს ტექნიკური პროცედურები და მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან, რომ მოიხსნას ეს შეზღუდვა. სავარაუდოდ უახლოეს მომავალში უნდა მოიხსნას“. – ასეთი განცხადება სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა შველიძემ „მეტრონომთან“ საუბარში გააკეთა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანულ მხარეს ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგები მაშინვე ეცნობა და ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის შესახებ.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანმა საქართველოდან ცოცხალი პირუტყვისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის იმპორტი ცოტა ხნის წინ  აკრძალა. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის სამსახურის წარმომადგენელმა იოლჩუ ჰანველიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აკრძალვის მიზეზად საქართველოში წვრილრქოსან და მსხვილრქოსან პირუტყვს შორის გავრცელებული ვირუსია.

იტვირთბა....