ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გახდება თუ არა სასწრაფოს გამოძახება ფასიანი – ჯანდაცვის სამინისტრო საგანგებო განცხადებას აკეთებს

ჯანდაცვის სამინისტრო სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბაზე ფასის დაწესებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

“სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვის გან­ვმარ­ტავთ, რომ კერ­ძო სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის გა­კეთ­და და­მა­ტე­ბი­თი არას­ტან­დარ­ტუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ კი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ არის” – უწყების განმარტებით, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის მომ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის­ა დაქვეყანაში ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რისთვის, კვლავაც უფასო იქნება.

როგორც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ილია ღუ­დუ­შა­უ­რი აცხადებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბი არ იგეგ­მე­ბა.

იტვირთბა....