ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს-მ “მეტრონომს” თბილისში პედოფილ-მანიაკის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა

 

შსს-ს ინფორმაციით, ისან-სამგორის რაიონის პოლიციაში მამაკაცის მიერ სადარბაზოში ბავშვების დახვედრისა და ძალადობის ფაქტზე არცერთი შეტყობინება არ არის შესული,   თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პოლიცია დაინტერესდა გიორგი ბურჯანაძის მონათხრობით და მას გაესაუბრებიან. შეგახსენებთ, რომ  ტელე „იმედის“ ეთერში ანტიკორუფციული კავშირის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბურჯანაძემ გადაცემა „სხვა რაკურსში“, საქართველოში არსებულ პედოფილიის პრობლემაზე ისაუბრა და განაცხადა: „მოსკოვის გამზირზე, ისან-სამგორში, დღესაც გადაადგილდება ადამიანი, რომელიც შემჩნეული ჰყავთ მსგავს ქმედებაში და მინდა მოვუწოდო ისანი-სამგორის რაიონის პოლიციასა და მოსახლეობას, ცოტა ფრთხილად იყვნენ. ეს ადამიანი სადარბაზოებში ხვდება პატარა ბავშვებს და ძალადობის ფაქტები ხდება.“

იტვირთბა....