მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში დღეს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა საცხოვრებელი სახლი და იქ შენახული 20 000 ლარი, რომელიც ადგილობრივების თქმით, შენობის მეპატრონეს ახალი სახლის ასაშენებლად ჰქონდა დაგროვილი. არსებული ინფორმაციით, სახლში ინახებოდა ოქროც.
“მთავარი არხის” ცნობით, სახანძროს მოსვლამდე, საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.