რუსეთში ლატვიის საელჩომ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია დიპლომატიური მისიის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა.
“რუსეთში ლატვიის საელჩომ, განუსაზღვრელი ვადით, რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადების მიღება შეაჩერა, გარდა ახლო ნათესავის დაკრძალვაში მონაწილეობისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც ლატვიის საელჩოში აღნიშნავენ, გამონაკლისი შეეხება ახლო ნათესავების დაკრძალვაზე შესვლის შემთხვევებს.