უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 150 რუსი ოკუპანტი იქნა ლიკვიდირებული.
“”მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი დონეცკის მიმართულებით განიცადა”, – ნათქვამია გენშტაბის Facebook-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე რუსეთის ცოცხალი ძალის, ტექნიკის და აღჭურვილობის დანაკარგებს, განახლებული მონაცემები ასეთია:
- ტანკები – 1792
- ჯავშანტექნიკა – 4032
- საარტილერიო სისტემები – 950
- ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები – 260
- საჰაერო თავდაცვის სისტემები – 123 (+5)
- თვითმფრინავები – 223
- ვერტმფრენები – 191
- ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები – 742
- ფრთოსანი რაკეტები – 182
- გემები / ნავები – 15
- საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები – 2964
- სპეცტექნიკა – 83