[su_quote]ანწუხელიძის მკვლელი, ვინმე სუხაევი, უკრაინელებმა მოკლეს.
ჩვენი გასაკეთებელი ჩვენმა ძმებმა გააკეთეს. მოვა დრო, როდესაც ჩვენი გმირების მკვლელებს ანალოგიური პასუხი გაეცემათ. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება გმირებს![/su_quote]
ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას“ ლიდერი, უკრაინაში მებრძოლი დავით ქაცარავა სოიალურ ქსელში წერს და თან ფოტოსაც ავრცელებს.
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ტყვედ ჩაუვარდა. იგი აწამეს, რის შემდეგაც ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.
არსებობს მტრის სატელეფონო ჩანაწერში ასახული მისი წამების კადრი, რომელიც 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა. ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე მისი იდენტიფიცირება ქართული მხარისადმი გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა.
2008 წლის აგვისტოში რუსული საოკუპაციო ძალების შედეგად 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. გარდა ამისა, საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა.