ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თელავის რაიონში “ვისოლის” აბონენტების ნაწილს გაზი 11 თეთრით გაუძვირდება

ინფორმაციას „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ ავრცელებს. მათი ცნობით, პირველი აპრილიდან, კომპანია „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 7 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირის საფასურს გაუძვირებს.

როგორც კომპანიის თელავის სერვისცენტრის დირექტორმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილება იმ აბონენტებს შეეხებათ, რომლებმაც ბუნებრივი აირი სახლებში 2008 წლის აგვისტოში შეიყვანეს.

მისივე თქმით, კომპანიის გადაწყვეტილებით, ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასი 48-დან 59 თეთრამდე გაძვირდება. დავით ჯერმიზაშვილის განმარტებით, გაზის გაძვირება ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას უკავშირდება. მისივე თქმით, თუ ბუნებრივ აირზე ტარიფს არ გაზრდის, კომპანიას გაკოტრების საფრთხე ემუქრება.

იტვირთბა....