ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: სააკაშვილის საკითხზე ბოლომდე პასუხისმგებელი არც “ოცნებაა” და არც ივანიშვილი

[su_quote]“ქართულ ოცნებას” რაც არ უნდა უნდოდეს, ან არ უნდოდეს, თავიდან ბოლომდე ისინიც არ არიან თავიანთ ქმედებებზე პასუხისმგებელი. ჩემი აზრით, არც ბიძინა ივანიშვილია სუვერენული, თუნდაც არაფორმალური მმართველი და მას ბევრს არავინ არაფერს ეკითხება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. შესაძლოა, წლების წინ ყოფილიყო მარგინალური ის მოსაზრება, რომელსაც ბევრი ვერ იაზრებდა მაშინ, დღეს კი ფაქტის წინაშე დავდექით – რუსული ინტერესები იმდენად მძლავრად არის წარმოდგენილი სახელისუფლებო რგოლებში და რატომ უნდა გამიკვირდეს, როდესაც სააკაშვილის გათავისუფლება-არგათავისუფლების საკითხიც ივანიშვილის მხრიდან უნდა იქნეს შეთანხმებული სადღაც სხვაგან და ეს სხვაგან, არ არის კეთილგანწყობილი სახელმწიფო[/su_quote]

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად – აქვს თუ არა მოლოდინი, რომ “ქართული ოცნება” სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლის სანაცვლოდ, მის სამკურნალოდ გადაყვანას დასთანხმდება საზღვარგარეთ.

იტვირთბა....