ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხოშტარია: ერთ სასტუმროს, სადაც უკრაინელები არიან, მთლიანად დედაენის ბარი პატრონობს, ამიტომ გამოუცხადეს მათ “ომი”

[su_quote]უკრაინელებს ქუჩაში რომ ყრიდნენ და ჯერ კიდევ არ ვიცოდით ამდენი ადამიანი როგორ შეგვენახა, დამირეკეს დედაენის ბარიდან. მითხრეს, ფული მოვაგროვეთ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებსო. დღეს ერთ სასტუმროს მთლიანად ეგენი პატრონობენ.
ასეთ ადამიანებზე დგას ქვეყანა. ამიტომაც გამოუცხადეს მათ “ომი”. ყველამ უნდა დავუჭიროთ მხარი. ეს არ არის მხოლოდ ემოცია, სახელმწიფოს ინტერესების დაცვაა[/su_quote]

წერს პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია Facebook-ზე.

ცნობისთვის, თბილისში, დედაენის ბაღში მდებარე ბარი რუსი ჰაკერების თავდასხმის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც დაწესებულებაში შესვლამდე, რუსეთის ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო გახდა სპეციალური ტექსტის ხელმოწერა, რომლითაც დაეთანხმებოდნენ, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, პუტინი კი დიქტატორია.

ამის შემდეგ, რუსები ბარს უარყოფით შეფასებებს უწერენ, რომ მისი რეიტინგი რაც შეიძლება დაბალ ნიშნულზე ჩამოსულიყო.

იტვირთბა....